понедельник, 22 февраля 2016 г.

პროფკავშირების მიერ ორგანიზებული ტრენინგი

2016 წლის, 20 თებერვალს დედოფლისყაროში სპმთპ–ს წევრი პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: მასწავლებლის პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენის შესახებ.ტრენინგს უმასპინძლა ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატმა.სკოლა  მზადყოფნას გამოთქვავს, მომავალშიც   ითანამშრომლოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 
                                                          



суббота, 20 февраля 2016 г.

ტრენინგი

ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა –ინტერნატში ,ფასილიტატორმა  მზია   ბაშარულმა,სკოლა–ინეტნატის პედაგოგებს ჩაუტარა ტრენინგი,სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით.











,,შეუძლებელი არაფერია"




ქ.დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით2015 წლის 2 დეკემბერს,მოეწყო ქ.თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა,სახელწოდებით ,,შეუძლებელი არაფერია."
ა(ა)იპ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებმა დაათვალიერეს უსინათლო ბავშვების გამოფენა და სკოლის ინიციატივით მოეწყო თანადგომის აქცია,სადაც სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებმა თვალახვეულებმა სამახსოვრო ჩანახატები დატოვეს, ინიციატივას შეურთდნენ სხვა სკოლის მოსწავლეებიც.
                                                 













დასუფთავების აქცია


   
                     
                     

ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატში ჩატარდა ჩატარდა დასუფთავების აქცია,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლა-ინტერნატის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.
                                                   









четверг, 14 января 2016 г.

«ალილო-2016»


მიმდინარე წლის 7 იანვარს,ქ.დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძრიდან დაიწყო ალილოს საშობაო მსვლელობა.მსვლელობის ორგანიზატორები იყვნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრი.მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა.ასევე მსვლელობაში მონაწილეობდნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი(კაპანაძე),ეპარქიის წარმომადგენლები,მუნიციპალიტეტის გამგებელი ბ.ნ.ნიკოლოზ ჯანიაშვილი,კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის თანამშრომლები, ბავშვთა ხელოვნების სტუდია ,,არლეკინოს" წევრები.მსვლელობის დროს შეგროვილი ტკბილეული,საკვები და ფულადი დახმარება მიტანილი იქნა ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძარში,სადაც დაფასოვდა პაკეტებში და გადაეცა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.