четверг, 15 декабря 2016 г.

: 6 კლასის ღონისძიება მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი.

2016 წლის 25 ოქტომბერს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის მე–6 კლასის მოსწავლეებმა ( კლ.დამრიგებელი მზია ბაშარული) ჩაატარეს მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით " ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო მასწავლებელი არა ჰყოლოდა".
ბავშვებმა პედაგოგებს მიულოცეს მასწავლებლის დღე – ლექსებით, სიმღერებით, ცეკვით. ასევე გამართეს დისპუტი თემაზე: " ჩემი საყვარელი მასწავლებელი", "მე რომ მასწავლებელი ვიყო".
აგრეთვე გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მასწავლებლები, რამაც განსაკუთრებული სიხალისე შემატა ღონისძიებას.
დასასრულს მოსწავლეებმა სიმბოლური საჩუქრები და მათ მიერ შესრულებული მასწავლებლების კარიკატურები უსახსოვრეს სკოლის ყველა პედაგოგს.