пятница, 21 октября 2016 г.

''აი ია''

2016 წლის 13 ოქტომბერს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის პირველ კლასში პედაგოგმა ნონა პოპიაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიან 176 წელს. მოსწავლეებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს საქართველოზე, რის შემდეგაც მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. ისაუბრეს წელიწადის დროებზე. ნაჩვენები იყო სლაიდ შოუ "დედა ენაზე" და იების კოლაჟი. მოსწავლეებმა "ჯადოსნურ სკივრში" აღმოაჩინეს ასო-ბგერები " ი" და " ა", შემდეგ ააწყეს წინადადება " აი ია". ნონა მასწავლებელი ბავშვებს დაჰპირდა, რომ ღირსეულ მეგობრობას გაუწევს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობისას.
გაკვეთილს ესწრებოდნენ აღმასრულებელი დირექტორი თეა სხირტლაძე და სკოლის პედაგოგები. გაკვეთილმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.