მთავარი


  ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის  სკოლა-ინტერნატის დამფუძნებელია სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.  სკოლა-ინტერნატმა სასწავლო პროცესი დაიწყო 2014 წლის1 ოქტომბერს, 2015 წლის 10 თებერვლიდან სკოლა-ინტერნატის დირექტორად დაინიშნა  ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი.

                          სკოლის მისაა :                                                                   




  • მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების მიცემა დაწყებით საფეხურზე.
  • ზნეობრივად, ინტელექტუალურად, ფიზიკურად ჯანსაღი და ეროვნული ღირებულებების მქონე თაობის აღზრდა მართმადიდებლური ღირებულებების შესაბამისად.
  • მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ–ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესისდამკვიდრება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.
  • სკოლა უზრუნველყოფს: მოსწავლეთა მოტივირებას გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით და მისცემს მათ ღრმა, საფუძვლიან და მტკიცე ცოდნას.
  • საგანმანათლებლო–სააღმზრდელო პროცესი წარიმართება მართმადიდებლური სწავლების, მართმადიდებლური ეკლესიის წიაღში არსებული გამოცდილების, ქრისტიანული პედაგოგიკისა და თანამედროვე მეთოდიკების შეჯერების საფუძველზე.