пятница, 16 сентября 2016 г.

2016-2017 სასწავლო წლის დაწყება

დედოფლისწყაროში ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა – ინტერნატში სასწავლო წელი საკათედრო ტაძარში პარაკლისით დაიწყო. შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა სკოლაში. მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, აღმასრულებელმა დირექტორმა თეა სხირტლაძემ,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა ეთერ ზურიკაშვილმა და საკრებულოს დეპუტატმა მიხეილ ბახუტაშვილმა. სკოლის მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერით მიულოცეს სტუმრებს სასწავლო წლის დაწყება. 
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს და სკოლის პედაგოგებს.