среда, 23 марта 2016 г.

დაჯილდოვება

ა(ა)იპ წმინდა მეფე ვატანგ გორგასლის სკოლა- ინტერნატის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ლუკა ყაჭაშვილმა და ანა სესიტაშვილმა ,"კინგის " ინგლისური ენის ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა.(ინგლ.პედ.ლინა შაბანოვა) ,(კლასის ხელმძღვანელი მანანა მუღალაშვილი)
მიღწეული წარმატებებისათვის სკოლა-ინტერნატმა,მონაწილეებს საზეიმოდ სიგელები და მცირედი ფასიანი საჩუქრები გადასცა.
ლუკას და ანას  წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც!!!












пятница, 18 марта 2016 г.

"ტყე შეუნახე შვილებსა"

ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატში,ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალიწინებული გაკვეთილი ჩატარდა სახვითი და გამოყენებით ხელოვნებაში.(პედაგოგი გია ყაჭაშვილი)
თემა:"ტყე შეუნახე შვილებსა"
სკოლის ეზოში მოეწყო გამწვანების  აქცია,სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-3,მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა.
                                                       


















დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება.

ა(ა)იპ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის 1 ბ კლასის მოსწავლეებმა,( ხელძღვანელი ევგენია ხუციშვილი) დედის დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს ღონისძიება.დამსწრე საზოგადოების წინაში პატარები წარსდგნენ სპექტაკლით "დედობილი" .სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა სხირტლაძემ, მადლობა გადაუხადა პატარა მსახიობებს და  კლასის ხელმძღვანელს,წარმატებები  და ღვთის წყალობა უსურვა მათ.