четверг, 15 декабря 2016 г.

სტუმრად "ტექნოპარკში"

2016 წლის 5 დეკემბერს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის მოსწავლეებისათვის მოეწყო გასვლითი ღონისძიება. მე–6 კლასის 7 მოსწავლე იმყოფებოდა სასწავლო ტრენინგზე " ტექნოპარკში". ტრენინგის დაწყებამდე ჩატარდა ინფოტური.ამ ტურის ფარგლებში ბავშვებმა დაათვალიერეს ტექნო პარკის შენობა, სადაც ხდება ინოვაციური იდეების აღმოჩენა, აღიარება, ხელშეწყობა და დანერგვა.ტრენერის მითითების საფუძველზე, ბავშვებმა შეძლეს განათების მოწყობა, როგორც მექანიკური ღილაკის, ასევე ხმის დეტექტორის საშუალებით. ბავშვები ბედნიერები, სიხარულით სავსენი იყვნენ. ვერ მალავდნენ გაოცებას. ასე დასრულდა კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის.