суббота, 20 февраля 2016 г.

,,შეუძლებელი არაფერია"




ქ.დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით2015 წლის 2 დეკემბერს,მოეწყო ქ.თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა,სახელწოდებით ,,შეუძლებელი არაფერია."
ა(ა)იპ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებმა დაათვალიერეს უსინათლო ბავშვების გამოფენა და სკოლის ინიციატივით მოეწყო თანადგომის აქცია,სადაც სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებმა თვალახვეულებმა სამახსოვრო ჩანახატები დატოვეს, ინიციატივას შეურთდნენ სხვა სკოლის მოსწავლეებიც.