четверг, 14 января 2016 г.

«ალილო-2016»


მიმდინარე წლის 7 იანვარს,ქ.დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძრიდან დაიწყო ალილოს საშობაო მსვლელობა.მსვლელობის ორგანიზატორები იყვნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრი.მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა.ასევე მსვლელობაში მონაწილეობდნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი(კაპანაძე),ეპარქიის წარმომადგენლები,მუნიციპალიტეტის გამგებელი ბ.ნ.ნიკოლოზ ჯანიაშვილი,კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის თანამშრომლები, ბავშვთა ხელოვნების სტუდია ,,არლეკინოს" წევრები.მსვლელობის დროს შეგროვილი ტკბილეული,საკვები და ფულადი დახმარება მიტანილი იქნა ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძარში,სადაც დაფასოვდა პაკეტებში და გადაეცა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.