пятница, 16 сентября 2016 г.

2016-2017 სასწავლო წლის დაწყება

დედოფლისწყაროში ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა – ინტერნატში სასწავლო წელი საკათედრო ტაძარში პარაკლისით დაიწყო. შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა სკოლაში. მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, აღმასრულებელმა დირექტორმა თეა სხირტლაძემ,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა ეთერ ზურიკაშვილმა და საკრებულოს დეპუტატმა მიხეილ ბახუტაშვილმა. სკოლის მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერით მიულოცეს სტუმრებს სასწავლო წლის დაწყება. 
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს და სკოლის პედაგოგებს.
                                                                        
































вторник, 28 июня 2016 г.

ვულკანი

2016 წლის 11 მაისს ა(ა)იპ წმინდა ვახტან გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის ბუნებისმეტყველების პედაგოგმა მანან მუღალაშვილმა, მე–2 კლასსში ჩაატარა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრაქტიკული გაკვეთილი თემაზე –''ერთად ავაფეთქოთ ვულკანი". ბავშვებმა მასწავლებლის დახმარებით შექმნეს ვულკანის მაკეტი და ჩაატარეს ცდა.
                                                       









пятница, 22 апреля 2016 г.

ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის პირველის კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ნანა ზურაშვილი ) მონაწილეობა მიიღეს "დედა ენის" დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.