вторник, 12 апреля 2016 г.

ჰერეთის ფოლკლორულ ანსამბლ ,,ჰერულასა“ და ტრიო ,,დები ნაყეურების“ სოლისტები წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებს შეხვდნენ.მომღერლებმა ბავშვებს ქართული ფოლკლორიდან შეკითხვები დაუსვეს და გამარჯვებულებს დღევანდელ კონცერტზე დასასწრები ბილეთები საჩუქრად გადასცეს. 
,,ჰერულასა“ და ,,დები ნაყეურების“ ერთობლივი შემოქმედებითი საღამო დედოფლისწყაროს კულტურის სახლში დღეს საღამოს 6 საათზე გაიმართება.