четверг, 26 ноября 2015 г.

2015-2016 წლის სასწავლო წლის დაწყება

დედოფლისწყაროში ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა – ინტერნატში სასწავლო წელი საკათედრო ტაძარში პარაკლისით დაიწყო. შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა სკოლაში. მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა ეთერ ზურიკაშვილმა. სკოლის მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერით მოგვილოცეს სასწავლო წლის დაწყება. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს პატარებს და სკოლის პედაგოგებს