суббота, 20 февраля 2016 г.

დასუფთავების აქცია


   
                     
                     

ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატში ჩატარდა ჩატარდა დასუფთავების აქცია,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლა-ინტერნატის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.
                                                   









четверг, 14 января 2016 г.

«ალილო-2016»


მიმდინარე წლის 7 იანვარს,ქ.დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძრიდან დაიწყო ალილოს საშობაო მსვლელობა.მსვლელობის ორგანიზატორები იყვნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრი.მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა.ასევე მსვლელობაში მონაწილეობდნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი(კაპანაძე),ეპარქიის წარმომადგენლები,მუნიციპალიტეტის გამგებელი ბ.ნ.ნიკოლოზ ჯანიაშვილი,კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის თანამშრომლები, ბავშვთა ხელოვნების სტუდია ,,არლეკინოს" წევრები.მსვლელობის დროს შეგროვილი ტკბილეული,საკვები და ფულადი დახმარება მიტანილი იქნა ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძარში,სადაც დაფასოვდა პაკეტებში და გადაეცა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

среда, 6 января 2016 г.

საახალწლო ღონისძიება

ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატში ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.სკოლის მოსწავლეები სტუმრების წინაშე წარსდგნენ ლექსებით, საცეკვაო ნომრებით და სიმღერებით.ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი ( კაპანაძე)სასულიერო პირები,სკოლის აღმასრულებელი დირექტორი თეა სხირტლაძე,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანაშვილი,საკრებულოს თავჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნონა ჯიბღაშვილი.მეუფე დიმიტრიმ დალოცა პატარები და მადლობა მოუხადა მოწვეულ სტუმრებს, რომ მათ გაიზიარეს ჩვენი საახალწლო განწყობა და მიულოცეს ჩვენს პატარებს.ღონისძიების დასრულების შემდეგ ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს სტუმრად ეწვია სანტა და საჩუქრები გადასცა ყველა ბავშვს.

воскресенье, 29 ноября 2015 г.



ტრენინგი სასწავლო პროცესის მართვა და შეფასება

2015 წლის 21 ნოემბერს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატში  მასწავლებელთა სახლიდან მოწვეული იქნა ტრენერი თამარ ხატიაშვილი, რომელმაც სკოლა–ინტერნატის მასწავლებლებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე"სასწავლო პროცესის მართვა და შეფასება"