ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის განვითარების სტრატეგია და სკოლის 2015-2016 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა სკოლა-ინტერნატის განვითარების ექვსწლიანი სამოქმედო გეგმის მიზნებიდა გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად.
- სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება.
- პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა.
- სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.
- ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად სასკოლო სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებო პროგრამების შემუშავება.
- ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა და განვითარების მუდმივი კონტროლი.
- სპორტის პრიორიტეტული სახეობების არჩევა და მოსწავლეთა გადანაწილება.
- სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება.
- ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია.
- სკოლის მატერიალურ- ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა.
- სკოლის კეთილმოწყობა,არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და განვითარება.
- სკოლის ბიბლიოთეკის შევსება,ელექტრონული ბიბლიოთეკის ბაზის შექმნა.
- შენობის სარემონტო სამუშაოები.
- სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით.
- სკოლის შევსება კომიუტერებით და სხვა თექნიკური საშუალებებით პროექტორი,აუდიო მაგნიტოფონით,ლეპტოპი და სხვა.
- წიგნადი ფონდის შევსება.
- მასწავლებლისათვის მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შეძენა.
- დამატებით სკოლის საოფისე და სასწავლო ინვენტარის( მერხები, სკამები,დაფები, მასწავლებლის მაგიდები და კარადები და სხვა) შეძენა.
- უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა.
- მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში.
- ჯანსაღი სკოლის კონცეფცია.