წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის
სკოლის
სტრატეგიული განვითარების გეგმა
(2015 – 2021 წ.წ.)
სკოლის აკადემიური საქმიანობა
· სასკოლო და საგნობრივი სასწავლო გეგმების შედგენა;
· მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში;
· შეფასების ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;
· სწავლება - სწავლის ხარისხის ამაღლება;
· მოსწავლეთა მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევა, შემაჯამებელი და საკონტროლო კვეთების მაღალი მაჩვენებელი.
სასკოლო გარემო
· სკოლის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;
· სკოლის თვითგანვითარება;
· მოსწავლეთა ფიზიკური და ჰარმონიული აღზრდის სისტემის სრულყოფა, სამართლებრივი და მოქალაქოებრივი აღზრდის პრინციპების დამკვიდრება და განვითარება;
· ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და კომპიუტერიზაცია
· თვითმმართველობითი და დემოკრატიული სისტემების ჩამოყალიბება;
· სასკოლო გარემოს კეთილმოწყობა: სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა;
· სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით;
· თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება;
· სასკოლო საზოგადოების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
· სასკოლო საზოგადოების გააქტიურება და მშობელთა ჩართულობა.
მენეჯმენტი
· შიდამონიტორინგის სისტემის სრულყოფა და ეფექტურობის უზრუნველყოფა;
· სამოქმედო გეგმების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგის გაწევა და შეფასება
· ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბება;
· რისკების მართვა;
· სწავლა-სწავლებსთვის კომფორტული პირობების შექმნა
· საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის გამყარება-განმტკიცება.